ფეხბურთი

18:00 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი: "ტოტენჰემში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი"

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ „ტოტენჰემში“ ტრანსფერთან ახლოს იყო. მოგეხსენებათ, ეს ორი გუნდი ერთმანეთის მტერია, მაგრამ მერე გაბონელის კარიერა ისე განვითარდა, რომ „არსენალის“ მაისური მოირგი, რასაც გამოცდილი შემტევი არ ნანობს.

„რამდენიმე წლის წინ ახლოს ვიყავი „ტოტენჰემთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ახლა „არსენალში“ ვთამაშობ. მაშინ ჯერ კიდევ „სენტ ეტიენში“ ვთამაშობდი. ლონდონში მიმიწვიეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა, მეორე დღეს არ დამირეკეს. არა უშავს, მიხარია, როგორც მოხდა ყველაფერი. მოხარული ვარ, რომ „არსენალში“ ვთამაშობ“, - თქვა ობამეიანგმა.

შეგახსენებთ, პიერ-ემერიკ ობამეიანგი „არსენალს“ 2018 წელს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში გაბონელმა ფორვარდმა პრემიერლიგაში 10-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

0.122792