ფეხბურთი

17:27 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმ ზიეჩმა კარიერა შესაძლოა გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელოს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ჰაკიმ ზიეჩს ინგლისურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა შეზღუდული აქვს და შესაძლოა ზამთარში სხვა გუნდში გადავიდეს.

Bild-ის ცნობით, 28 წლის მაროკოელის გადაბირებით დორტმუნდის „ბორუსიაა“ დაინტერესებული. გერმანული კლუბი ეცდება, რომ ზიეჩი იანვარში იჯარით დაიმატოს. საინტერესოა, რომ „ჩელსიც“ თანახმაა ფეხბურთელის განათხოვრებაზე.

ჰაკიმ ზიეჩი „ჩელსიში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. კარიერის განმავლობაში მაროკოელ შემტევს „ჰერენვენში“, „ტვენტესა“ და „აიაქსში“ უთამაშია.

0.111796