„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ავრამ გლეიზერმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, პორტუგალიელი უდიდესი ფეხბურთელი ბევრი შრომის წყალობით გახდა.
„რონალდუ ჩვენს კლუბში 16 წლისა მოვიდა (რეალურად 18 წლის - რედ) და პირველივე დღიდან ვარჯიშზე პირველი მოდიოდა და ბოლო მიდიოდა. დიდი სპორტსმენები შემთხვევით არ ხდებიან დიდები, ისინი ასეთებად არ იბადებიან. ბევრს მუშაობენ და ცდილობენ მაქსიმუმი აჩვენონ. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა სცადონ, სამუშაოზე გააკეთონ აქცენტი და ეცადონ იმის მიღწევას, რისი უნარიც გააჩნიათ“, - თქვა გლეიზერმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003 წელს ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადავიდა და „წითელ ეშმაკებში“ 2009 წლამდე ითამაშა. პორტუგალიელი ვარსკვლავი ინგლისურ გრანდში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ამჯერადაც „ოლდ ტრაფორდზე“ თამაშობს.