ფეხბურთი

14:16 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა, 5 წელი გიჟივით ვიბრძოდი დასაბრუნებლად"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დანი ალვეშმა „ბარსელონაში“ დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. 38 წლის მოთამაშე „ბარსას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა, მაგრამ თამაში მხოლოდ იანვრიდან შეეძლება.

მანამდე სამხრეთამერიკელმა ინსტაგრამის გვერდზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

„თითქმის 5 წელი გიჟივით ვიბრძოდი ამ მომენტამდე მოსასვლელად. არ მეგონა ასე დიდხანს თუ გაგრძელდებოდა, არ მეგონა ასე რთული თუ იქნებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა. ვბრუნდები სახლში, საიდანაც არასდროს წავსულვარ და როგორც წასვლის წინ ვთქვი: მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სიზმარი, მაგრამ იქნებ მარადიული იყოს. შევხვდებით მალე, იგივე ენთუზიაზმით, როგორც პირველად და იგივე სურვილით, რომ დავეხმარო კლუბს, რათა მსოფლიოში ისევ საუკეთესო გახდეს“, - დაწერა დანი ალვეშმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დანი ალვეშმა კარიერა სამშობლოში, „ბაიას“ რიგებში დაიწყო, სახელი კი ესპანურ „სევილიაში“ გაითქვა, საიდანაც 2008 წელს „ბარსელონას“ შეუერთდა და 2016 წლამდე კატალონელთა მაისურით 391 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ბრაზილიელმა „იუვენტუსში“, „პარი სენ ჟერმენსა“ და „სან პაულუში“ ითამაშა, რომელთანაც კონტრაქტი აგვისტოს ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო გაწყვიტა.

0.115653