ლონდონის „ჩელსისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ტიმო ვერნერი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს. ამის შესახებ Marca იტყობინება.
წყაროს თანახმად, „ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ტრანსფერით დაინტერესებულია და ფიქრობს, რომ გერმანელს გუნდის შეტევის ხაზის გაძლიერება შეუძლია.
ამიტომაც, ბარსელონელები იანვარში ვერნერის იჯარით გადაბირების ვარიანტს განიხილავენ. ჩავის სიაში ასევე მოხვდნენ ედინსონ კავანი და რაჰიმ სტერლინგი, მაგრამ ვერნერი კლუბისთვის პრიორიტეტული ვარიანტია.
შეგახსენებთ, ტიმო ვერნერი „ჩელსის“ 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა და „ლაიფციგს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. მიმდინარე სეზონში 25 წლის გერმანელმა პრემიერლიგაში 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.