სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:50 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შედეგით იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ სჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.

„პირველ ტაიმში გაგვიჭირდა და გოლმა ჩვენზე გავლენა მოახდინა. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, დიდ უპირატესობას ვფლობდით და მხოლოდ მეორე გოლი დაგვაკლდა. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ. მაგრამ ახლა მხოლოდ ენერგიის აღდგენაზე უნდა ვიფიქროთ.

წინ ბოლო მატჩია, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ. სიტუაცია ცოტათი გართულდა, მაგრამ გვაქვს მცირე უპირატესობა, თუმცა, არც ისე უმნიშვნელო. ნორი გოლით მეტი გვაქვს გატანილი და ეს ნიშნავს, რომ 2:0-დან ვიწყებთ თამაშს.

შვეიცარიასთან ორივე მატჩში თითო პენალტი ვერ გავიტანეთ. ბაზელშიც რომ გაგვეტანა და დღესაც, ახლა 4 ქულით მეტი გვექნებოდა და საქმე დახურული იქნებოდა, მაგრამ ეს ხდება. ჟორჟინიო ჩვენი ერთ-ერთი პენალტისტია, ამიტომ თუ ის ფიქრობდა, რომ უნდა დაერტყა, სწორად მოიქცა, იმ შემთხვევაშიც თუ, ასეთ მატჩში 90-ე წუთზე ამის გაკეთება ადვილი არ არის. თუმცა, ბოლო დროს მას სირთულეები აქვს და ალბათ შევცვლით. ის დამწუხრებულია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, ვინც ურტყამს, შეცდომასაც უშვებს“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, იტალიას და შვეიცარიას 15-15 ქულა აქვთ და „სკუადრა აძურა“ კონკურენტს მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსით უსწრებს (+2), ბოლო ტურში იტალია ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიას, შვეიცარია კი ლუცერნში ბულგარეთს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117911