ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლის ავტორი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სალაჰმა გასულ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მოჰამედმა თავი "მანჩესტერ სიტისთან", "უოტფორდთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" (ჰეთ თრიკი) გამოიჩინა. ასევე, პრემიერლიგაში გასულ თვეში სალაჰის მიერ "ქალაქელების" კარში გატანილი გოლი გამოარჩიეს.