ფეხბურთი

21:35 | 12.11.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ტუხელი პრემიერლიგის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

გერმანელი სპეციალისტი ტომას ტუხელი პრემიერლიგის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გერმანელს კონკურენციას იურგენ კლოპი, დევიდ მოიესი და პატრიკ ვიეირა უწევდნენ.

გასულ თვეში ტუხელის გაწვრთნილმა "ჩელსიმ" პრემიერლიგაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე მოიგო. ლონდონელებმა "ნიუკასლი" (3:0), "ნორვიჩი" (7:0), "ბრენტფორდი" (1:0) და "საუთჰემპტონი" (3:1) დაამარცხა. "არისტოკრატები" ჩემპიონატში პირველ ადგილზე 26 ქულით არიან და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" სამი ქულით უსწრებენ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:18 | 09.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეჩვენება თუ ლუქსემბურგსაც აქვს გასვლის შანსი, მოკლეთ ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა

03:29 | 09.09.2023
alfadhirhaiti (7530)

სლოვაკეთი მაგარი ჩახრამულია, მაგრამ ისეთ ჯგუფში ჩასვეს, რო შეიძლება უნებლიედ გავიდნენ მეორე ადგილზე.

02:27 | 09.09.2023
Z.LO (802)

საინტერესო ცხრილია

0.069406