ფეხბურთი

20:13 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს გარეტ საუთგეიტს გაორმაგებულ ხელფასს, წელიწადში 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ასოციაციის მიზანია რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას საუთგეიტთან, რადგან 2022 წლის მუნდიალის შემდეგ, პრემიერლიგის კლუბები გარეტის გადაბირებას შეეცდებიან. მოლაპარაკებები ნოემბრის მატჩების შემდეგ დაიწყება, თავად საუთგეიტი კი შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მატჩებზეა კონცენტრირებული.

საუთგეიტმა ინგლისის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. ევრო 2020-ზე გარეტის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოახერხა გასვლა, თუმცა იტალიასთან დამარცხდა.

0.115591