ფეხბურთი

19:09 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "პსჟ-ს და "სიტის" ფული საკმარისი არაა, მათთან გამარჯვება ძალიან მახარებს"

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელები გააკრიტიკა.

როგორც მან აღნიშნა, ეს გუნდები „ბაიერნთან“ მომავალშიც წააგებენ და ფული, რომელიც ინგლისურ და ფრანგულ კლუბებს აქვთ, საკმარისი არ არის გამარჯვებისთვის.

„მათი საშინელი ფული საკმარისი არ არის. არ ვიცი უყვარს თუ არა ნასერ ალ-ხელაიფის ფეხბურთი. მისგან განსხვავებით მე ბევრი ვიშრომე ფული, რომ ფული გამომემუშავებინა, მან კი ყველაფერი საჩუქრად მიიღო.

აქამდე ამ ორ კლუბს არაფერი მოუგია, საერთოდ არაფერი! საერთაშორისო ტიტულებს ვგულისხმობ. ისინი ჩვენთან ისევ დამარცხდებიან, ყოველთვის არა, მაგრამ დროთა განმავლობაში. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი და როცა მათ ვამარცხებთ, ეს ძალიან მახარებს“, - აღნიშნა ჰიონესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110557