ფეხბურთი

15:01 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკვე 22-ედ: ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა (+VIDEO)

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ტიტეს გუნდმა კონმებოლის შესარჩევ ციკლში მორიგი გამარჯვება შინ კოლუმბიის ნაკრებთან მოიპოვა.

გამარჯვების და ერთადერთი გოლი ლუკას პაკეტამ გაიტანა და „სელესაოს“ მუნდიალზე გასვლის საკითხი ოფიციალურად გადაწყდა. სხვათა შორის, ბრაზილია 22-ედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც რეკორდია და არცერთი მსოფლიოს ჩემპიონატი არ გამოუტოვებია.

ბრაზილიის ნაკრებს 12 მატჩი აქვს შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული, 11 მოგება, 1 ფრე და 0 წაგება - სტატისტიკა ფანტასტიკურია.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ამ დროისთვის მხოლოდ ოთხ ნაკრებს აქვს მოპოვებული - ბრაზილიას, გერმანიას, დანიას და ბუნებრივია, მასპინძელ ყატარს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119863