თამაშგარე

14:26 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარი ლინეკერს ქალები აღარ აინტერესებს

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი ცოტა ხნის წინ 60 წლისა მოიყარა და თუკი მის განვლილ ცხოვრებას გადავხედავთ, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც კი ეს კაცი ქალების მუსუსი იყო და ამის შესახებ ბრიტანული ბულვარული მედია მუდამ წერდა.

ახლა კი, მისტერ გარიმ ფეხებზე დაიკიდა მასკულანური რამე-რუმეები და საჯაროდ აღიარა, რომ ქალებისადმის ინტერესი დაკარგა და ამის მიზეზი წლების მატებაცაა. ლინეკერი ამბობს, რომ კვლავ სიამოვნებას ანიჭებს ქალებთან ურთიერთობა, მათთვის კოცნა, მოფერება, საჭმლის მომზადებაც - კი, მაგრამ როდესაც სექსზე მიდგება საქმე, ყველაფერი სულაც აღარაა ძველებურად.

გარი ლინეკერი თავის მამაკაცურ “დაცემას“ ასევე უკავშირებს გლობალურ პანდემიას, როდესაც ადამიანების ცხოვრებაში წინა პლანზე სიცოცხლის გადარჩენა დადგა. ამას თან ახლავს სტრესული გარემო და ეს ყველაფერი ერთად საბოლოო ჯამში ყოფილ მექალთანესაც კი ქალებისადმი ცხოველ ინტერესს უკარგავს.

0.128484