ფეხბურთი

1:46 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი ქართველ გულშემატკივარზე: "რომ არა კოვიდი, ჩავეხუტებოდი, უბრალოდ დისტანციის დაცვა მინდოდა"

შვედეთის ნაკრების ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი იმ ფაქტზე გააკეთა, რომელიც ბათუმში თამაშის მიწურულს მოხდა.

მოედანზე შეჭრილმა გულშემატკივარმა იბრაჰიმოვიჩთან ჩახუტება სცადა, მაგრამ შვედმა ფეხბურთელმა საკმაოდ უხეში რეაქცია გამოავლინა. იბრამ აღნიშნა, რომ მისი საქციელის მიზეზი კოვიდ-დისტანცია იყო.

„ფიქრისთის დრო არ მქონდა, ყველაფერი სწრაფად მოხდა, როცა მსაჯმა თამაში შეაჩერა. კოვიდის გამო დისტანციაზე ვფიქრობდი, მინდოდა დისტანცია შემენარჩუნებინა. ჩავეხუტებოდი, კოვიდზე რომ არ მეფიქრა. ის ბედნიერი იყო ჩემი დანახვით და მგონია, რომ მხოლოდ დადებითი ენერგია სურდა.

რას ვიტყვი სტადიონის დაცვაზე? ვფიქრობ, მათ კარგად იმუშავეს, ეს შეიძლება მოხდეს. ახლა საფრთხე არ არსებობს, არაფერი სახიფათო არ მომხდარა, შესაბამისად, სიტუაცია კონტროლირებადი იყო. შეიძლებოდა ჩემთან ჩახუტება დაცვის თანამშრომელსაც სდომებოდა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა და შესარჩევი ეტაპი 7 ქულით დაასრულა. შვედეთმა კი ბათუმში წაგებით ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაკარგა და ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად მხოლოდ გამარჯვება გაიყვანს პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

0.108545