სტივენ ჯერარდი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და „ასტონ ვილას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ბირმინგემელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
არაოფიციალური ცნობით, სტივიჯი „ასტონ ვილას“ 2024 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს, პირადი კონტრაქტის დეტალები კი უცნობია.
ჯერარდი აქამდე „რეინჯერსის“ თავკაცი იყო, რის გამოც ინგლისურმა გუნდმა შოტლანდიელებს კომპენსაციის სახით 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. ლეგენდარულმა ინგლისელმა დინ სმიტი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „ასტონ ვილა“ პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-16 ადგილზეა.
სტივენ ჯერარდის სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს „რეინჯერსში“ დაიწყო და გასულ სეზონში გლაზგოური გუნდი შოტლანდიის ჩემპიონი გახადა. მისი დებიუტი პრემიერლიგაში 20 ნოემბერს, „ბრაიტონთან“ შედგება, ხოლო 11 დეკემბერს, „ენფილდ როუდზე“ დაბრუნდება და მშობლიურ „ლივერპულს“ კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.