ფეხბურთი

13:44 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "ვილიარეალის" ფეხბურთელით დაინტერესდა

ინგლისური „ლივერპული“ „ვილიარეალის“ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის, არნო დანჯუმას ტრანსფერით დაინტერესდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი იურგენ კლოპს ძალიან მოსწონს და მას ჯერ კიდევ გასული სეზონიდან აკვირდება, როცა ის „ბორნმუთის“ ღირსებას იცავდა და ჩემპიონშიფში 15 გოლი გაიტანა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, კლოპს დანჯუმა სადიო მანეს იდეალურ შემცვლელად ესახება და მერსისაიდელები ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულში აპირებენ.

ნიდერლანდები ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის წინ „ვილიარეალს“ შეუერთდა და ესპანური გუნდის მაისურით უკვე მოასწრო 14 შეხვედრაში 7 გოლის გატანა. მას კარიერის განმავლობაში პსვ-ს, „ნაიმეგენის“, „ბრიუგესა“ და „ბორნმუთის“ რიგებში უთამაშია, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 3 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.116829