ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო, ედუარ მენდის დიდი დამსახურებაა, რომელმაც გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. მიუხედავად ამისა, სენეგალელი მეკარე „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდა, რამაც ბევრი გააკვირვა.
როგორც მენდიმ განაცხადა, რომ ეს მისთვის დამატებით სტიმულია, მაგრამ ასევე აინტერესებს, საფრანგეთის ნაკრებში რომ თამაშობდეს, დარჩებოდა თუ არა სიის მიღმა.
„30 კანდიდატს შორის არყოფნა მიბიძგებს, რომ საკუთარი თავი გავაუმჯობესო და ვიმუშაო, მაგრამ გულწრფელად ჩემს ვეკითხები: ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებში რომ მეთამაშა, იქნებოდა მთელი ეს დებატები და მოსაზრებები? დავრჩებოდი სიის მიღმა?“, - თქვა ლონდონური გუნდის მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ France Football-ი „ოქროს ბურთის“ 2021 წლის გამარჯვებულის ვინაობას 29 ნოემბერს დაასახელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რისი მოლოდინი გვაქვს? რბილად რომ ვთქვად ნამდვილად არ არის ჩვენი ნაკრები ფორმის პიკში, ძალიან, არა- უსასწაულესად, თითქმის ფანტაზია მგონია თუ რამე ,,საიდუმლოს" შემოგვთავაზებს მაისაშვილი ბიჭების ხელით და თავით... მესიამოვნება თუ გავუძნელებთ იტალიას თამაშს და ვანერვიულებთ სერიოზულად...
ეხლა.მᲗლად ნუ გადააᲭარბებᲗ
ზელანდია არა კვახი, აუტის მოწოდება ვერ ვისწავლეᲗ ჯერ