ჩოგბურთი

4:05 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტავეიტმა WTA-ს ფინალი გამარჯვებით დაიწყო

ესტონელმა ჩოგბურთელმა ანეტ კონტავეიტმა WTA-ს ფინალი, რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალახარაში ტარდება, გამარჯვებით დაიწყო. მან 6-3 6-4 დაამარცხა ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა.

25 წლის კონტავეიტმა პირველი სეტი ნახევარ საათში მოიგო. გამარჯვება კი მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომით (ბურთი ბადეს მოარტყა), პირველივე მატჩ პოინტზე მოიპოვა.

კონტავეიტმა ამ სეზონში WTA-ს ოთხი ტურნირი მოიგო და ფინალური ტურნირის ბოლო საგზური მოიპოვა. ის მსოფლიოს მერვე ჩოგანია და ბოლო 11 შეხვედრა მოგებით აქვს დასრულებული.

რაც შეეხება კრეიჩიკოვას, ის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია და ტურნირზე ერთადერთია, ვინც დიდი სლემის რომელიმე ტურნირის მოქმედი ჩემპიონის წოდებით თამაშობს.

WTA-ს ფინალი კორონავირუსის პანდემიის გამო, შარშან არ გამართულა.

0.114395