„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი ფიქრობს, რომ მსოფლიო ფეხბურთი ცვლილებებისთვის მზადაა და ეს აუცილებელია. იტალიელი მცველის აზრით, სუპერლიგისთვის ფეხბურთი უკვე მოწიფულია და ეს მხოლოდ ახალ იმპულსს მისცემს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სპორტის სახეობას.
„რამდენიმე წელია ამ საკითხზე პრეზიდენტ ანიელის ვესაუბრები. მსოფლიო ფეხბურთი მომწიფებულია სუპერლიგისთვის და ცვლილებებისთვის. ჩვენ ფეხბურთელებს, ისევე როგორც გულშემატკივრებს, სურთ უფრო მეტი დიდი მატჩების ნახვა. პატივისცემის მიუხედავად, იტალიის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობაც ბევრია. ვფიქრობ, ის 18 ან თუნდაც 16 შეიძლება იყოს, მაგრამ 18 ალბათ უფრო სწორი რიცხვია. მჯერა, რომ ინსტიტუტები, კლუბები და მოთამაშეები უნდა შეიკრობინო, რათა კალენდარი შეიცვალოს და ახალი შეჯიბრები შეიქმნას, ეს ახალ იმპულსს მისცემს ამ სპორტს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივია, მაგრამ მისი გაუმჯობესება შესაძლებელია“, - თქვა კიელინიმ.
აქვე გეტყვით, რომ 37 წლის ფეხბურთელმა იტალიის ნაკრების შეკრება და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვეიცარიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან გადამწყვეტ მატჩებში „სკუადრა აძურას“ ვერ დაეხმარება.