ვეტერანმა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა იორნ არნე რიისემ განაცხადა, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ სიტის“ და „ჩელსის“ კონკურენციას ვერ გაუწევს.
რიისეს აზრით, იურგენ კლოპის განკარგულებაში საკმარისად ღრმა შემადგენლობა არ არის და ეს სეზონის განმავლობაში გავლენას მოახდენს.
„მაწუხებს „ლივერპულის“ შემადგენლობის სიღრმე. გასულ სეზონში ამან ჩვენზე გავლენა მოახდინა. მეშინია, რომ ახლაც შეიძლება იგივე მოხდეს. მაქვს განცდა, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ძლიერები, რომ კონკურენცია გავუწიოთ რომელიმე ლიდერს - „მანჩესტერ სიტის“ და „ჩელსის“, - თქვა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა, რომელიც „ლივერპულში“ 2001-2008 წლებში თამაშობდა.
შეგახსენებთ, „ლივერპული“ პრემიერლიგაში 11 ტურის შემდგე 22 ქულით მეოთხე ადგილზეა და ჩამორჩება „ჩელსის“ 4 ქულით, „მანჩესტერ სიტისა“ და „ვესტ ჰემს“ კი, რომელთანაც ბოლო ტურში დამარცხდა, 1 ქულით.