მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტისა და განვითარების სექტორის ხელმძღვანელი რალფ რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელობის ფავორიტია. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
„წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა გერმანელის მიწვევას განიხილავს, თუ ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლებას გადაწყვეტენ. საინტერესოა, რომ რანგნიკი „მანჩესტერთან“ ახლოს 2019 წელსაც იყო, როცა ნორვეგიელს გათავისუფლება ემუქრებოდა, მაგრამ მაშინ მან თანამდებობის შენარჩუნება მოახერხა.
რალფ რანგნიკი „ლოკომოტივში“ 2021 წლის ივლისიდან მუშაობს. მას სხვადასხვა პერიოდში „შტუტგარტის“, „ჰანოვერის“, „შალკეს“, „ჰოფენჰაიმისა“ და „ლაიფციგის“ მთავარ მწვრთნელად უმუშავია.