დეონტეი უაილდერთან გამარჯვების და მძიმე წონაში WBC-ს ტიტულის შენარჩუნების შემდეგ, ბრიტანელ ტაისონ ფიურის იდაყვებზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ამის შესახებ, პრესას მამამისმა, ჯონ ფიურიმ აცნობა. მისი თქმით, ტაისონმა ტრავმა უაილდერთან ბრძოლისთვის მზადებისას მიიღო.
ფიურიმ უაილდერს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რამდენჯერმე აქვს დაცული, მე-11 რაუნდში ნოკაუტი აგემა. ეს მათი მესამე შეხვედრა იყო. პირველი ფრედ დასრულდა, მეორე და მესამე კი ბრიტანელმა მოიგო და უაილდერს სარტყელი ჩამოართვა.
„ტაისონს ტრავმა ბრძოლამდე ჰქონდა. ორივე იდაყვზე რაღაც ინექციები გაუკეთეს, მერე კი ოპერაცია გაიკეთა. ექვსი საათი რაღაცას უკეთებდნენ ექიმები. ვფიქრობ, წანაზარდები ჰქონდა, რომლებიც უნდა მოეცილებინათ“, - ყვება უფროსი ფიური.
პირვანდელი შეთანხმების შესაბამისად, ბრძოლა ივლისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიურის კორონავირუსი შეეყარა და შეხვედრაც ამის გამო გადაიდო.