ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავის მაღალ ხელფასზე კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი ლონდონურ გუნდში სეზონში 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ამ თემაზე იხუმრა კიდეც.
„ჩემი ხელფასი ყაჩაღობაა? ვფიქრობ, ვინც მიმიწვია ბანკს ძარცვავს. ხუმრობის გარეშე კი, საქმე სწორად უნდა აკეთო და მე ჩემს საქმეს უმაღლეს დონეზე ვაკეთებ და ამიტომაც, ვიღებ ამხელა ხელფასს. ოთხეულში მოხვედრა ადვილი არ იქნება, პრემიერლიგა ძალიან რთული ტურნირია, მაგრამ ვეცდებით, ყველა მატჩში ყველაფერი გავიღოთ და კონფერენს ლიგაზეც თავი კარგად წარმოვაჩინოთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ტოტენჰემმა“ ორი მატჩი ჩაატარა. „მამლებმა“ ჯერ კონფერენს ლიგაზე არნემის „ვიტესს“ 3:2 მოუგეს, ხოლო შემდეგ პრემიერლიგაში სტუმრად „ევერტონთან“ უგოლო ფრე ითამაშეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია