ფეხბურთი

22:23 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ხელმძღვანელობა სულშერის გათავისუფლებას ამ ეტაპზე არ აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას სხვა მწვრთნელებთან კონტაქტი არ ჰქონია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

წყაროს თანახმად, კლუბის გამგეობის უმეტესობა კვლავ მხარს უჭერს „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს და მას ნდობას უცხადებენ.

ნორვეგიელი სპეციალისტის ირგვლივ სხვადასხვა ინფორმაციები უკვე კარგა ხანია ვრცელდება, რაც ბუნებრივია, რადგან ინგლისურმა გრანდმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო და ბოლო 12 მატჩიდან 6 წააგო.

შეგახსენებთ, „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ 17 ქულით მეექვსე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ოთხ ტურში 7 ქულა დააგროვა და ლიდერობას „ვილიარეალთან“ ერთად იყოფს.

0.133326