ფეხბურთი

13:07 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ "ნიუკასლს" უარი უთხრა და "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას განიხილავს

მადრიდის "რეალის" ფორვარდი კარიმ ბენზემა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას განიხილავს. ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგ შემტევს შეთავაზება "ნიუკასლიდანაც" ჰქონდა, თუმცა, უარყო.

ბენზემას "რეალთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ "სამეფო კლუბმა" ერლინგ ჰოლანდი დაიმატა, კარიმი მადრიდულ გრანდს ზაფხულში დატოვებს.

მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა "რეალის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ტონი კროოსის შეძენითაც არის დაინტერესებული.

0.103067