ფეხბურთი

11:57 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო - არგენტინელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს. ინფორმაცია Twitter-ზე არგენტინის პრესსამსახურმა გაავრცელა.

34 წლის შმტევის მონაწილეობა ურუგვაის წინააღმდეგ მატჩში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა, ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრამდე მის დაბრუნებას მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებს 11 მატჩი აქვს ჩატარებული და 25 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება. ლიონელ სკალონის გუნდი 13 ნოემბერს ურუგვაის დაუპირისპირდება, 17 ნოემბერს ბრაზილიას შეხვდება, რომელიც 31 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება.

0.11429