“იუვენტუსის” ურუგვაელი მცველი მარტინ კასერესი გუნდს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი “რომასთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, “რომას” წინააღმდეგ კასერესის თამაში, მხრის ტრავმის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 27 წლის უკანახაზელი მოედანზე მაინც გამოვიდა და მან ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ამ ტრავმის გამო, კასერესს 4 კვირით უქმობა მოუწევს.