სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:00 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" ირონიული ვიდეო Tik Tok-ში ფედერიკო კიეზაზე, რასაც დიდი რეაქცია მოჰყვა (+VIDEO)

ფლორენციის „ფიორენტინამ“ თავისი ყოფილი ფეხბურთელის ფედერიკო კიეზას შესახებ სოციალურ ქსელ Tik Tok-ში ირონიული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ კლუბი იძულებული გახდა, ვიდეო წაეშალა.

სერია A-ს ბოლო ტურში „ფიორენტინა“ „იუვენტუსთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო კიეზასთან უხეშობის გამო 75-ე წუთზე ნიკოლა მილენკოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად გააძევეს.

სწორედ ამ ეპიზოდის ვიდეო გამოაქვეყნეს ფლორენციელებმა სოციალურ ქსელში მას იტალიელი კომენტატორის, სტეფანო ბიძოტოს ხმა დაადეს, რომელიც ცნობილი წყალში მხტომელის, ტანია კანიოტოს გამოსვლას კომენტირებდა. „ფიორენტინაში“ მიიჩნიეს, რომ კიეზას წინააღმდეგ უხეშობა არ ყოფილა და მან უბრალოდ „ჩაყვინთა“, ისე როგორც ამას ოლიმპიური პრიზიორი კანიოტო წყალში ხტომისას აკეთებდა. როგორც ვთქვით, ვიდეოს დიდი რეზონანსი მოჰყვა და ფლორენციელებმა ის წაშალეს.

შეგახსენებთ, „იუვემ“ გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ფიორენტინას“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, ხუან კუადრადოს გოლით მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ ფედერიკო კიეზა "ფიორენტინას" აღზრდილია და "იუვენტუსში" 2020 წლის ოქტომბრიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.1378