ჩოგბურთი

1:58 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკამ ვარჯიში განაახლა

ნაომი ოსაკა ვარჯიშს დაუბრუნდა. ამის შესახებ, თავისი ფოტოებით შეგვატყობინა, რომლებზეც ჩანს, რომ კორტზე დგას და ჩოგანი აქვს შემართული. მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ნათქვამი აქვს, რომ ჩოგბურთისგან დასვენება, მენტალური პრობლემების გასამკლავებლად დასჭირდა.

იაპონელი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობას სწორედ მენტალური პრობლემების მომიზეზებით გამოეთიშა. დიდი სლემის ოთხი ტიტულის მფლობელმა, ბოლო დიდი გამარჯვება ავსტრალიის წლევანდელ ღია პირველობაზე იზეიმა. თუმცა როლან გაროსის შემდეგ, ვეღარაფერს მიაღწია. ტოკიოს ოლიმპიადასაც მესამე წრეში გამოეთიშა.

ფლეშინგ მედოუსზე კანადელ თინეიჯერ ლეილა ფერნანდესთან მარცხის შემდეგ, ოსაკამ განაცხადა, რომ ჯერ არ შეუძლია იმის თქმა, თუ როდის დაუბრუნდება კორტს.

„თითქოს დავიჟანგე, მაგრამ მიხარია, რომ ისევ კორტზე ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მამხნევებდა. მე ამას ძალიან ვაფასებ“, - ტვიტერზე წერს 24 წლის ოსაკა, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ითამაშებს თუ არა ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც ჩემპიონის ტიტული აქვს დასაცავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117202