სხვა

22:05 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალვარესმა პლანტი მე-11 რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა

საულ „კანელო“ ალვარესმა ზესაშუალო წონაში (76 კგ) ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში, მე-11 რაუნდში ნოკაუტი აგემა ამერიკელ ქალებ პლანტს. ამგვარად, ალვარესის ხელში, ყველა პრესტიჟული გაერთიანების - WBC-ს, WBA-ის, IBF-ის და WBO-ის საჩემპიონო სარტყელმა მოიყარა თავი.

ბრძოლის წინ, 31 წლის ალვარესი WBC-ს, WBA-ის და WBO-ის ტიტულებს ფლობდა. 29 წლის პლანტი კი IBF-ის ჩემპიონი იყო. ბრძოლას 16 500 მაყურებელი დაესწრო.

მას შემდეგ, რაც მექსიკელის მარცხენა ჰუკმა ძირს დასცა, პლანტმა ათის დათვლას გაუძლო და ფეხზე მყარად დადგა. მაგრამ ალვარესმა ამის შემდეგ, მუშტების სეტყვა დაატეხა თავს და ამერიკელი ისევ დაეცა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რეფერის ბრძოლა შეეწყვიტა.

„მინდა აქ მყოფებს, ყველას მადლობა გადავუხადო. ამ დონემდე მიღწევა იოლი არ ყოფილა. მაგრამ ჩემი ოჯახის და ჩემი გუნდის დახმარებით, მართლა ძალიან შორს წავედით. ეს ყველასთვისაა. განსაკუთრებით მექსიკისთვის. ეს ჩვენი გუნდისთვის კიდევ ერთი მიღწევაა. ჩვენ ეს ერთად შევძელით“, - ამბობს ალვარესი.

კანელო არის პირველი მექსიკელი, ვინც ოთხივე პრესტიჟულ სარტყელს დაეუფლა. სულ კი ამ წონში ყველა ტიტულს ექვსი მოკრივე ფლობდა.

ჩემპიონს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს უფრო მაღალ წონაში გადასვლას, რაზეც მან უპასუხა: „ჩვენ (გუნდმა) ჯერ არ ვიცით. ჯერ დასვენება გვჭირდება, ჩვენ ეს დავიმსახურეთ“.

0.150928