ფეხბურთი

20:35 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად ედი ჰაუ დაინიშნა. ინფორმაცია „კაჭკაჭების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ინგლისელმა სპეციალისტმა სტივ ბრიუსი შეცვალა, რომელიც 20 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

ედი ჰაუმ სახელი „ბორნმუთში“ მუშაობით გაითქვა, კარიერის განმავლობაში კი „ბარნლისაც“ ავარჯიშებდა. „ნიუკასლმა“ 11 ტურში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში მე-19 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112881