ფეხბურთი

17:40 | 8.11.2021 | ნანახია 1290 - ჯერ

"მანჩესტერი" სულშერის გათავისუფლებას სეზონის ბოლომდე არ აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლებას არ აპირებს. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელები, მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუ ნორვეგიელით უკმაყოფილოები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობა მას ნდობას უცხადებს და სეზონის ბოლომდე სულშერთან თანამშრომლობის დასრულება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო დროს ცუდ შედეგებს აჩვენებს და უკანასკნელი 12 მატჩიდან 6 წააგო, პრემიერლიგაში კი მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „ჩელსის“ 9 ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:31 | 16.04.2015
Kala94 (6114)

საღოლ ბიჭებო !

14:46 | 16.04.2015
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ

0.063801
1290