ფეხბურთი

13:44 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძე გამოაკლდა და სანიოლმა დებიუტანტით ჩაანაცვლა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვილი სანიოლმა იძულებითი ცვლილება შეიტანა. ბელგიური „სერანის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძე ტრავმირებულია და გუნდს გამოაკლდა.

მიქაუტაძემ „გენტის“ წინააღმდეგ ბოლო 15 წუთი ითამაშა, თუმცა, მას ტრავმა მატჩამდეც აწუხებდა და როგორც გაირკვა, მომჯობინება ვერ მოახერხა და რამდენიმე დღე გაუცდება.

მიქაუტაძის ნაცვლად სანიოლმა აზერბაიჯანული „ზირას“ ფორვარდი დავით ვოლკოვი გამოიძახა, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 8 გოლით და ბოლო ტურში ჰეთ-თრიქიც შეასრულა. ვთქვათ ისიც, რომ ვოლკოვი საქართველოს ნაკრების დებიუტანტია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთს უმასპინძლებს, ხოლო 15 ნოემბერს, ამხანაგურად უზბეკეთს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116804