ავტოსპორტი

2:59 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი პირველ ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

მაქს ფერსტაპენმა მექსიკის დიდი პრიზიც მოიგო და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის პირველ ტიტულს, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე, 24 წლის ჰოლანდიელი უკვე 19 ქულას უგებს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს.

ჰამილტონი მეორე ადგილს დასჯერდა და ფერსტაპენის დაწევას ვინ ჩივის, სერხიო პერესთან ბრძოლაც კი დასჭირდა მეორე ადგილის დასაკავებლად. საბოლოოდ, მექსიკელი მესამე ადგილს დასჯერდა და კვარცხლბეკზე ზედიზედ მესამედ ავიდა, რითაც ათიათასობით მაყურებელი ძალიან გაახარა.

„ფინალამდე ჯერაც ბევრი დარჩა, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა უკეთესია, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა, შეიძლება ყველაფერი სწრაფად შეტრიალდეს“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც სტარტზევე შეძლო „მერსედესის“ ორივე პილოტის ჩამოტოვება და ლიდერობა მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოქსში საბურავების შესაცვლელად შევიდა.

„რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ბოლოს კი სერხიოსთან ბრძოლამ მომიწია. ის მაინც შევძელი, რომ ფინიშთან მეორე მივსულიყავი“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც შედარებით ადრეული პიტ სტოპით სცადა ფერსტაპენის დაწევა, მაგრამ როგორც კი „რედ ბულში“ დაინახეს, რომ ბრიტანლს დაწევის შანსი ეძლეოდა, მათაც ფერსტაპენი ბოქსში შეიყვანეს.

„რა თქმა უნდა, მეტი მინდოდა. კარგი იქნებოდა, თუ პირველ ორ ადგილს ჩვენ დავიკავებდით. მაგრამ ჰამილტონის გასწრების მცირე შანსიც არ მქონია“, - განაცხადა პერესმა, ვინც ჰამილტონს წამზე მეტით ჩამორჩა.

რაც შეეხება ვალტერი ბოტასს, ვინც სტარტი პოულიდან აიღო, პირველ მოსახვევამდე ლიდერობაც დაკარგა და მას ჰამილტონმაც გაუარა. იქვე კი მას უკნიდან დანიელ რიკარდო დაეჯახა, რამაც „მერსედესი“ დაატრიალა. და სანამ მთელმა პელოტონმა ჩაუარა, ადგილიდან ვერ გაინძრა. საბოლოოდ, ის უქულოდ დარჩა, თუმცა სწრაფი წრე დააფიქსირა და ამისთვის განკუთვნილი 1 ქულა ფერსტაპენს ჩამოართვა.

მექსიკის დიდი პრიზი

მექსიკო სიტი, დისტანცია 305.354 კმ (4.304 კმ, 71 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 1:38:39.086
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 16.555
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 17.752
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'03.845
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'21.037
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1 წრე
  7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  11. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  13. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  14. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2 წრე
  15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 2 წრე
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  18. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3 წრე
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 71 წრე
  20. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 71 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:17.774 (71-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 312.5 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 293.5; 3. ვალტერი ბოტასი - 185; 4. სერხიო პერესი - 165; 5. ლანდო ნორისი - 150; 6. შარლ ლეკლერი - 138; 7. კარლოს საინსი - 130.5; 8. დანიელ რიკარდო - 105; 9. პიერ გასლი - 86; 10. ფერნანდო ალონსო - 60; 11. ესტებან ოკონი - 46; 12. სებასტიან ფეტელი - 42; 13. ლანს სტროლი - 26; 14. იუკი ცუნოდა - 20; 15. ჯორჯ რასელი - 16; 16. კიმი რაიკონენი - 10; 17. ნიკოლას ლატიფი - 7; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19-21. მიკ შუმახერი, რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ალფა რომეო) და ნიკიტა მაზეპინი - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 478.5 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 477.5; 3. ფერარი - 268.5; 4. მაკლარენ-მერსედესი - 255; 5-6. ალპინ-რენო და ალფატაური-ჰონდა - 106; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 68; 8. უილიამს-მერსედესი - 23; 9. ალფა რომეო-ფერარი - 11; 10. ჰაას-ფერარი - Haas – 0.

0.236084