კალათბურთი

1:25 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 9 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეცხრე ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისი“ სტუმრად „სარაგოსას“ დაუპირისპირდა და პრაქტიკულად უბრძოლველად, 72:82 დამარცხდა. არაგონელები მთელი მატჩი ლიდერობდნენ და მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლეს სტუმრებმა ჩამორჩენის შემცირება.

ბურჯანაძემ პარკეტზე 20:18 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 9 ქულით და 3 მოხსნით გამოირჩა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი მარგი ქმედების კოეიფიციენტი 10 აღმოჩნდა.

„ბეტისს“ 2 მოგების წილ 7 წაგება აქვს და ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ლენოვო ტენერიფეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117798