კალათბურთი

1:03 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ტრავმის შემდეგ 3 ქულით დაბრუნდა

თვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გიორგი შერმადინი დაბრუნდა. ლიგა ენდესას მეცხრე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „მორაბანკ ანდორა“ 79:70 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შერმადინმა 16:35 წუთში 3 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. მან 5-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 2 აღმოჩნდა. აშკარაა, რომ „შერმინატორი“ ჯერ იდეალური ფორმისგან შორსაა, თუმცა ტრავმისგან ახლახან დაბრუნდა და ეს გასაკვირი არაა.

კანარიელთა რიგებში საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

„ლენოვო ტენერიფეს“ 6 გამარჯვების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 ნოემბერს, სევილიაში „ბეტისს“ შეხვდება.

0.129951