ფეხბურთი

13:02 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატი სავარაუდოდ ერთი თვე ვერ ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი ანსუ ფატი ისევ დაშავდა. ესპანელმა შემტევმა ტრავმა ვიგოს „სელტასთან“ (3:3) მატჩში მიიღო, რომელშიც მან გოლიც გაიტანა.

As-ის ინფორმაციით ანსუს ბარძაყის დაზიანება აქვს და თუ დიაგნოზი დადასტურდა, მინიმუმ ერთი თვით უქმობა მოუწევს. ეს „ბარსასთვის“ ძალიან დიდი დარტყმა იქნება, რადგან ფატი გუნდის გამორჩეული ფიგურაა.

19 წლის შემტევს მიმდინარე სეზონის სტარტიც გაუცდა და მოედანზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაბრუნდა. აქვე გეტყვით, რომ ანსუმ ყველა ტურნირზე 8 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112227