ავტოსპორტი

2:47 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი მექსიკის პოულზეა, მერსედესი პირველ რიგს დაიკავებს

ფორმულა 1-ის მექსიკის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო, „მერსედესმა“ კი სტარტზე პირველი ორი ადგილი დაისაკუთრა. არადა ცნობილია, რომ მექსიკო სიტის ტრასა, რომელიც ზღვის დონიდან 2 285 მეტრზე მდებარეობს, სამქიმიანებისთვის ყველაზე მოუხერხებელია.

მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა ჩემპიონატის ლიდერი მაქს ფერსტაპენი, ვინც მექსიკური ეტაპის წინ, 12 ქულას უგებს მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონს. სტარტზე მას გვერდს თანაგუნდელი სერხიო პერესი დაუმშვენებს.

ბოტასმა თავისი საუკეთესო წრე პირველივე ცდაზე დააფიქსირა. მეორეზე კი მისი გაუმჯობესება ვერ შეძლო. თუმცა მეორე ცდა მის მეტოქეებსაც არ გამოუვიდათ და ძალაში პირველ ცდაზე ნაჩვენები შედეგები დარჩა. საბოლოოდ, ფინელმა თანაგუნდელს 0.145 წამით აჯობა.

მექსიკის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'15.875
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.145
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 0.350
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.467
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.581
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.886
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.888
  8. შარლ ლეკლერი (მონკო, ფერარი) 0.962
  9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.871
  10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.083
  11. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.415
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 2.577
  13. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.881
  14. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.983
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.297
  16. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3.428
  17. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 4.998
  18. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.283
  19. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 20.955
  20. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 2.530
0.112224