ფეხბურთი

21:37 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „სელტასთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

პრიმერას მე-13 ტურში, „სელტამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 3:3 დაუზავდა.

პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 0:3 იგებდნენ, გოლები ფატიმ, ბუსკეტსმა და დეპაიმ გაიტანეს.

მაგრამ შესვენების შემდეგ „სელტა“ სულ სხვა მოტივაციით გავიდა მინდორზე და თამაშის გადარჩენა შეძლო. თავი ორჯერ ასპასმა, ერთხელაც ნოლიტომ გამოიჩინეს.

ახლა „ბარსელონამ“ 17 ქულა მოაგროვა და ცხრილში მე-9 ადგილზეა. 12 ქულიანი „სელტა“ კი მე-14.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059963