აზერბაიჯანის პრემიერლგიის მეათე ტურში დავით ვოლკოვმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გოლებით „ზირა“, რომელიც 59-ე წუთამდე 1:3 მარცხდებოდა, წაგებას გადაურჩა და ქულა მოიპოვა - 3:3.
ვოლკოვმა თავი მე-5, 59-ე და 81-ე წუთებზე გამოიჩინა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან შეუცვლელად ითამაშა. 26 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია, უახლოეს მდევარ, „ყარაბღის“ შემტევ ფილიპ ოზობიჩს კი 2 გოლით უსწრებს.
„ზირა“ 10 ტურის შემდეგ 16 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 ნოემბერს, შინ „საბაილს“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთი გამარჯვების გოლი მსოფლიოს ფინალშიც შეაგდე და წადი მერე სახლში)))მესი-დიმარია რომ წავლენ დიდი ძალა დააკლდება არგენტინას,რთული იქნება ორი მასეთი იგროკის შეცვლა