კალათბურთი

14:45 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე "ბეტისის" ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე სევილიის „ბეტისში“ ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაციას ანდალუსიური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

ბურჯანაძე ბოლო დროს კარგ ფორმაშია და „ბეტის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. უკანასკნელ შეხვედრაში მან „ვალენსიასთან“ 6 სამქულიანიც ჩააგდო და ლიგა ენდესას მერვე ტურის სამ საუკეთესო კალათბურთელში მოხვდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 18.6 წუთში 6.1 ქულას, 2.9 მოხსნას, 0.6 პასს, 0.4 ჩაჭრას და 0.1 დაფარებას აგროვებს.

0.110866