საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ჩაატარა და 6-ბურთიანი სხვაობით - 32:26 იმარჯვა. ჰელსინკიში გამართული შეხვედრა ჯვაროსნების უპირატესობით წარიმართა და ქართველმა ხელბურთელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
პირველი ტაიმი სანდუ ფლორინ იაკობის მომზადებულმა გუნდმა 17:9 მოიგო და შესვენების წინ 8-ბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. მეორე ნახევარში კი მეტოქემ ჩვენი ქვეყნის გუნდს ოდნავ აჯობა, რაც ანგარისშიც აისახა - 15:17, მაგრამ ამან შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა და შესარჩევი ეტაპი საქართველოსმ მოგებით გახსნა.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე ადგილობრივ ფინეთის ნაკრებთან ჩაატარებს, ხოლო დასკვნით შეხვედრას 7 ნოემბერს, ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.