საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლევერკუზენის "ბაიერის" შემტევი მუსა დიაბი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
დიაბიმ "ბეტისთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან ოთხი გოლიდან ორი თავად გაიტანა, ხოლო ორ შემთხვევაში კი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგი ფეხბურთელი გერმანელებმა 2019 წელს დაიმატეს. მიმდინარე სეზონში დიაბიმ ყველა ტურნირზე 15 შეხვედრა ჩაატარა და თავი ექვსი გოლით და ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.