გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის გარათოებული 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "ბუნდესნაკრები" მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გასულია და დარჩენილ ორ შეხვედრას შესარჩევ ეტაპზე ლიხტენშტეინთან (11 ნოემბერი) და სომხეთთან (14 ნოემბერი) გამართავს.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფლიკის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ბენრდ ლენო, მანუელ ნოიერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი;
მცველები: მატიას გინტერი, კრისტიან გიუნტერი, იონას ჰოფმანი, ტილო კეჰრერი;
ნახევარმცველები: კარიმ ადეიამი, იულიან ბრანდტი, იულიან დრაქსლერი, სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, ილქაი გიუნდოგანი, კაი ჰავერცი, იოზუა კიმიხი;
თავდამსხმელები: თომას მიულერი, ჯამალ მუსიალა, ფლორეიან ნეიჰაუსი, ლუკას ნმეჩა, მარკო როისი, ლეროი სანე, ფლორიან ვირცი;