ფეხბურთი

19:48 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ნმეჩას გოლი გამოარჩიეს (+VIDEO)

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ვოლფსბურგის" 22 წლის თავდამსხმელი ლუკას ნმეჩა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ნმეჩას გოლი საუკეთესოდ მიიჩნიეს, ხოლო ლუკასმა კონკურენციაში კრიშტიანუ რონალდუს, ქარიმ ბენზემას და რობერტ ლევანდოვსკის აჯობა. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ნმეჩა "მანჩესტერ სიტის" აკადემიის აღზრდილია და "ვოლფსბურგმა" 2021 წლის ზაფხულში დაიმატა რვა მილიონი ევროს სანაცვლოდ. "ზალცბურგთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში ლუკასმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა 14 შეხვედრაში თავი ხუთი გოლით გამოიჩინა. ეროვნულ ნაკრებში კი ახალგაზრდა მოთამაშე ფლიკმა ნოემბრის მატჩებისთვის პირველად მიიწვია.

0.09417