მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია.
Bild-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებით „ბარსელონა“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებულნი. აღსანიშნავია, რომ კომანი „რეკორდმაისტერთან“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხდება, რადგან ხელფასის მომატებას ითხოვს.
„ბარსელონა“ და „ჩელსი“ სწორედ ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებენ და ფეხბურთელს თავის რიგებში ეპატიჟებიან.
მიმდინარე სეზონში კინგსლი კომანმა „ბაიერნის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.