„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი სერია A-ში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა.
ოქტომბერში „მილანმა“ იტალიის ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჩაატარა და ხუთივეში გამარჯვება მოიპოვა. „როსონერიმ“ გასულ თვეში „ატალანტა“, „რომა“, „ბოლონია“, „ტორინო“ და „ვერონა“ დაამარცხა.
„მილანმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 11 ტურში მოპოვებული 31 ქულით გათამაშებას „ნაპოლისთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, „ინტერთან“ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუუ დაწერეთ მაინც როგორაა ზაზა და რამდენი გაუცდება კიდეევ ? რომ არ ითამაშა ისედაც ვიციით @@
2კვირა ყველაზე მაქსიმუმიო წესით მანამდეც დაბრუნდება
გოლდენის დამარცხება წარმოუდგენელია ვაშინგტონი და ვოლი ბრავო