ლონდონის „ჩელსიმ“ ნიჭიერ ინგლისელ მცველ ტრევო ჩალობას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის თანამშრომლობა 5 წლით გახანგრძლივდა.
„სეზონი ჩემთვის წარმოუდგენლად დაიწყო. ძალიან ბევრს ვმუშაობდი მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შრომას კლუბში აფასებენ“, - თქვა ინგლისელმა ფეხბურთელმა.
22 წლის ჩალობა „ჩელსის“ აკადემიის აკადემიის აღზრდილია, თუმცა იჯარით ჯერ „იფსვიჩ თაუნსა“ და „ჰადერსფილდში“ თამაშობდა, გასული სეზონი კი ფრნაგულ „ლორიენში“ გაატარა. „ჩელსის“ ზაფხულში დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.