ავტოსპორტი

0:56 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის დიდი პრიზი სავსე ტრიბუნის წინ ჩაივლის

მაიამის დიდი პრიზი მომავალ წელს პირველად გაიმართება. მისმა პრომოუტერმა ბილეთების გაყიდვა ახლახანს დაიწყო და უკვე იმაზე სამნახევარჯერ მეტი პირველადი განაცხადი მიიღო, ვიდრე ტრიბუნა დაიტევს.

ამ ინფორმაციას ფორმულა 1-ის მფლობელები აქვეყნებენ. მათივე ცნობით, ამერიკაში ფ1-ის პოპულარობის მკვეთრ ზრდას, ხელი „ნეტფლიქსის“ დოკუმენტურმა ფილმმა „დრაივ თუ სარვაივ“ შეუწყო.

აშშ-ის ბოლო დიდმა პრიზმა, რომელსაც ტექსასის ოსტინმა უმასპინძლა, დასწრების რეკორდი მოხსნა - სამი დღის განმავლობაში, მას 380 000 მაყურებელი ჰყავდა, კვირის რბოლას კი 140 000 ადამიანი დაესწრო. რბოლის შემდგომ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ოსტინის რბოლის მაყურებელთა დაახლოებით 70 პროცენტი, ფ1-ის რბოლას პირველად დაესწრო.

„მაიამის დიდ პრიზზე დასწრების მსურველთა რაოდენობა, მოსალოდნელზე ბევრად მეტია. ტრიბუნა დაახლოებით 80 000 მაყურებელზეა გათვლილი, ბილეთებზე კი უკვე 275 000 პირველადი განაცხადია მიღებული“, - ამბობს ფ1-ის მფლობელ „ლიბერტი მედიას“ პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი გრეგ მაფეი.

ბილეთების გაყიდვების დაწყებიდან პირველივე დღეს, მთავარი ტრიბუნის ბილეთები სრულად გაიყიდა. 1 800 ადამიანმა კი განსაკუთრებული სტუმრების ადგილების დასაჯავშნად, 5 000 დოლარი გადაიხადა.

0.134614