ფეხბურთი

22:34 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ნოემბრის მატჩების შემადგენლობა დაასახელა.

„მამლების“ რიგებში თავდაპირველად პსჟ-ს მცველი პრესნელ კიმპემბე იყო მიწვეული, მაგრამ ტრავმის გამო ის გუნდს ვერ შეუერთდება და მის ნაცვლად „ბარსელონას“ ცენტრალურ მცველს, კლემენ ლენგლეს უხმეს. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), ბენუა კოსტილი (ბორდო), უგო ლორისი (ტოტენჰემი)

მცველები: ლუკას დინი (ევერტონი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი), ტეო ერნანდესი (მილანი), კლემენ ლენგლე (ბარსელონა), ჟულ კუნდე (სევილია), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი), კურტ ზუმა (ვესტ ჰემი)

ნახევარმცველები: მატეო გენდუზი (მარსელი), ნგოლო კანტე (ჩელსი), პოლ პოგბა (მანჩესტერი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ორელინ ჩუამენი (მონაკო)

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კარიმ ბენზემა (რეალი), კინგსლი კომანი (ბაიერნი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კილიან მბაპე (პსჟ)

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები 13 ნოემბერს, პარიზში ყაზახეთს, ხოლო 16 ნოემბერს ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.113347