„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გაუზიარა თავისი აზრი. მანჩესტერული დერბი პრემიერლიგაში მომავალ შაბათს, 6 ნოემბერს გაიმართება „ოლდ ტრაფორდზე.“
„არ მინახავს „იუნაიტედის“ მატჩი „ატალანტასთან.“ მაგრამ ვაპირებ ვნახო და ყველაფერი გავაანალიზო.
მათ ჰყავთ კრიშტიანუ რონალდუ. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. გოლების მანქანა. ძალიან რთულო შეხვედრა გველის.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ESPN.